ქუთაისში სეზონური გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობა გაზრდილია. ამის შესახებ კლინიკა “მედიქალ სითის” ინფექციური დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ მაღლაკელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა რთულია, მაგრამ საგანგაშო არ არის და მკურნალობას ექვემდებარება.
ექიმი მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ კლინიკებს, რათა თავიდან აირიდონ გართულებები.