თბილისს ევროპის საბჭოს ქვეყნებიდან 200-ზე მეტი ოფიციალური პირი ეწვევა 

თბილისი, 15-17 ოქტომბერს ევროპის საბჭოს სპორტის მე-15 მინისტერიალს მასპინძლობს. ღინისძიების ფარგლებში საქართველოს, ევროპის საბჭოს 50 -მდე წევრი ქვეყნიდან 200-ზე მეტი ოფიციალური პირი ეწვევა. კონფერენციის მიზანია განიხილოს სპორტში დღეს არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები დასახოს.

კონფერენციის ორგანიზატორია EPAS -ს ევროსაბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, 15 ოქტომბერს დაგეგმილია დახურული შეხვედრები, ხოლო 16 – 17 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ღია იქნება მედიისთვის.

“ევროპის საბჭო მოხარული იქნება, თუ მედია პირდაპირ ეთერში გააშუქებს პრესკონფერენციებს”, – აცხადებენ სამინისტროში.

​მათივე ინფორმაციით, ღონისძიებებს სასტუმრო Biltmore უმასპინძლებს. 17 ოქტომბერს ხელი მოეწერება თბილისის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვასა და ფუნდამენტალურ თავისუფლებას სპორტის სფეროში.

აკრედიტაციები გაიცემა 16 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ ღონისძიების დაწყების წინ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://epas2018tbilisi.gov.ge/epas/home 

მსგავსი თემები