თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ელიავას ბაზრობაზე ხის გადამამუშავებელ საამქროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, საწყობში ცეცხლი ხის მასალას წაეკიდა. დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი.
ადგილზე 17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ზარალის ოდენობა.