“ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მავნებლურ კიბერთავდასხმებს, რომლის სამიზნეც საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები, ბიზნესი და მედია გახდა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„ეს დესტრუქციული ქმედება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამას უნდა მოჰყვეს მკაცრი საერთაშორისო დაგმობა“, – წერს „ტვიტერში“ დავით ზალკალიანი.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.