“ვგმობთ რუსეთის მავნებლურ კიბერთავდასხმებს, რომლის სამიზნეც საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები გახდა” – დავით ზალკალიანი

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მავნებლურ კიბერთავდასხმებს, რომლის სამიზნეც საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები, ბიზნესი და მედია გახდა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ეს დესტრუქციული ქმედება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამას უნდა მოჰყვეს მკაცრი საერთაშორისო დაგმობა“, – წერს „ტვიტერში“ დავით ზალკალიანი.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.


მსგავსი თემები