ევროპარლამენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

„ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, საქართველოს ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/ ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ძალისმიერად განდევნილ ასობით ათასს იძულებით გადაადგილებულ პირსა და დევნილებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ფუნდამენტური უფლებით, თავიანთ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“ – ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაში სახელწოდებით: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ”.

რეზოლუციის დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც ეხება და საუბარია, რომ ფუნდამენტური უფლებები უხეშად ირღვევა: „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება და უფლება მიიღოს განათლება მშობლიურ ენაზე; კვლავ ხდება არაკანონიერ დაკავებები და გატაცებები; რუსეთი, როგორც ძალა, რომელიც ეფექტიან კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე/ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ადგილზე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“.

მსგავსი თემები