„დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულმა გაუსწრო დადასტურებულს“ – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით ახალი გამოვლენილი შემთხვევა საკარანტინე სივრცეს უკავშირდება. მარინა ეზუგბაია დაავადების კლების დადებით დინამიკაზე საუბრობს.

„გუშინ გვყავდა 630 დადასტურებული პაციენტი და შემოგვემატა მხოლოდ ერთი. გამოჯანმრთელებული გვყავს 349 პაციენტი და დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულმა გაუსწრო დადასტურებულს.

სულ 279 მკურნალობს, 379 გამოჯანმრთელებულია. ახალი შემთხვევა ერთი პაციენტია, რომლის ოთხი კონტაქტი მოძიებულია და პისიერ კვლევა განმეორებას საჭიროებს, თუ მცა უმეტეს შემთხვევაში, როდესაც განმეორებას ითხოვს ტესტი, უარყოფითია. ახალი ინფიცირებულის წყარო ჯერ – ჯერობით დგინდება, ეს ადამიანი არის საკარანტინე სივრციდანაა,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები