დეპუტატი პარლამენტის მანდატს ტოვებს

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით გასული დეპუტატი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. მან განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

თავად დეპუტატი პარლამენტიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა, პარლამენტში ოფიციალურად აცხადებენ, რომ მიზეზი ბიზნესში დაბრუნებაა.

„დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნეს საქმიანობას უბრუნდება. შესაბამისი განცხადებით, მან პარლამენტის თავამჯდომარეს უკვე მიმართა. შოთა შალელაშვილი პარლამენტში ქართული ოცნების პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას „ქართული ოცნებიდან“ სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს“, – ვკითხულობთ პარლამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არსებული პარლამენტის ვადი ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი. შალელაშვილი ნაცვლად, პარლამენტის ახალ წევრს კი სწორედ 1 წელი მოუწევს დეპუტატობა.

მსგავსი თემები