“თქვენ გახდებით “ნატო”-ს წევრი”- ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ‘ნატო”-ს წევრი ქვეყნები

როგორც, ანდერს ფოგ რასმუსენმა, თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, ის მხარს უჭერდა საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას და ის, რომ ამ ქვეყნებს მაპ-ი არ მიენიჭათ, არასწორი გზავნილი იყო რუსეთისთვის.

„კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ეწურება. ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ბუქარესტის სამიტამდე ჩვენ განვიხილავდით, მიგვეცა თუ არა მაპ-ი საქართველოსა და უკრაინისთვს. ჩვენ ვერ მივაღწიეთ საჭირო მხარდაჭერას ამისთვის. როგორც იცით, ნატო-ში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთხმად ხდება, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ამის ნაცვლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი. ეს გზავნილი უფრო ძლიერია, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომ თქვენ გახდებით წევრი“, – განაცხადა რასმუსენმა.

მსგავსი თემები