დამარცხდა არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ “ქართული ოცნება” – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამ ტურში დამარცხება არ არის თავად ზურაბიშვილის ბრალი, არამედ მმართველი გუნდის, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდანვე არ დაუჭირა მას მხარი “ომახიანად” და ეს მხარდაჭერა მხოლოდ ცალყბა იყო.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ამ არჩევნებში არის მთავარი ის, რომ ის მშვიდ გარემოში ჩატარდა და ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა.

​წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან იყო სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ შესაძლებელი იქნებოდა მეორე ტური, ეს არ არის “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება, ეს არის “ქართული ოცნების” შეცდომების ასახვა ხალხის განწყობებზე. ​სპორტშიც ასეა, შეიძლება ერთმა გუნდმა ითამაშოს ისე, როგორც თამაშობდა, მეორემ ცუდად და დამარცხდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველმა ითამაშა კარგად. ​სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ცალყბად გადავწყვიტეთ თავიდან. ეს არ იყოს ხამამაღალი განცხადებებით, ომახიანი განწყობით, ამან ამომრჩეველზე სერიოზულად იმოქმედა. ამ ე.წ დამარცხებაში სალომე ზურაბიშვილს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ეს არის მმართველი გუნდის ბრალეულობა, ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ისე, როგორ უნდა დაგვეჭირა”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

მსგავსი თემები