ამომრჩეველმა “ქართულ ცნებას” ცივი შხაპი მიაღებინა – ნუკრი ქანთარია

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია 28 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს ამომრჩეველმა მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” ცივი შხაპი მიაღებინა.

როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აბსოლუტურად რეალურია მეორე ტურში “ქართული ოცნების” გამარჯვება, მაგრამ ამისთვის საჭიროა მათი მხარდამჭერების სრული მობილიზება, ამის რესურსი არსებობს.

მისივე შეფასებით, ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ გაცოცხლდა “ნაციონალური მოძრაობა” და მის გაცოცხლებაში დიდი წვლილი სწორედ “ქართულ ოცნებას” მიუძღვის იმ დაშვებული შეცდომების გამო, რაც ამ 6 წლის განმავლობაში დაგროვდა.

“გარკვეულწილად “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლების ავტორები ვართ ჩვენ. ​ახლა საჭიროა ქუდზე კაცის მობილიზაცია. საჭიროა ანტინაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა სრული მობილიზაცია და მეორე ტურში იქნება გამარჯვება. ამ პროცესებში დამაფიქრებელია ის, თუ როგორ მივედით 6 წლის თავზე ამ მდგომარეობამდე, როცა ჩვენს პირისპირ დადგა სააკაშვილის კანდიდატურა. საჭიროა გულახდილი საუბარი ამომრჩეველთან. ბოლომდე მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა მობილიზება, იმ ამომრჩევლებმაც გაიღვიძეს, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ამ წლების განმავლობაში ინტერესი დაკარგეს. პრობლემებზე თვალის დახუჭვამ, თუ სხვა მიზეზებმა გამოიწვია ჩვენი მხარდამჭერების შემცირება”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მსგავსი თემები