გორში, 50 წლამდე მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა 06.02.202007.02.2020 მედიაცენტრი მთავარი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და გადატრიალდა. მომხდარის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.