გორში, 50 წლამდე მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და გადატრიალდა.

მომხდარის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

მსგავსი თემები