“გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მკვლელის როლი შეასრულა” – დავით ჭიჭინაძე

“გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მკვლელის როლი შეასრულა”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობისა და გახარიას შს მინისტრობის პერიოდში დაიღვარა ყველაზე მეტი სისხლი.

“გახარიამ  მოახერხა ისიც, რომ „ოცნება“  „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრა. ანუ, ივანიშვილს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა უკვე შიგნით, პარტიაში აქვს და ამიტომ, მისი დაბრუნება პრემიერად, ან სიის პირველ ნომრად, ეს გადაუდებელი რეალობაა. და თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ის პარტიას დაკარგავს. რადგან კახი კალაძის სახით  უკვე გამოიკვეთა კონკრეტულად ფიგურა, რომელიც  პარტიის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების დიდ ნაწილს კი, მორალი და მდგრადობა  ნაკლებად გააჩნიათ.  ისინი ადვილად ბარგდებიან იქ, სადაც ახალი სიმძიმის ცენტრი ჩნდება”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები