ბრძოლა შედეგისთვის – ენერგეტკოსები ქუჩაში გამოდიან

ხელფასების 50% -იანი ზრდა 4500 მუშაკისთვის; უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება; ზეწოლის და დაშინების აღკვეთა – ამ ძირითადი მოთხოვნებით, დღეს 13:00 საათზე, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობასთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.

ძირითადი მოთხოვნები და შემდგომი გეგმები მათ „მედიაცნტრ მთავარში“ გააჟღერეს და ისიც დაიბარეს, რომ მიზნის მიღწევამდე არ გაჩერდებიან.

„ეს არ არის ერთჯერადი აქცია დღეს ვიკრიბებით მისთვის, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჩვენი ძალა და შესაძლებლობები დავანახოთ. აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მანამ გაგრძელდება, სანამ შედეგი არ დადგება,“ – განაცხადა “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები