ბაკურიანსა და ბორჯომში, შემოწმებული კვების ობიექტების ნახევარზე მეტი დაჯარიმდა

ზამთრის კურორტებზე – დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში, საზოგადოებრივი კვების ობიექტები შემოწმდა. 57-დან სხვადასხვა დარღვევისათვის 33 ობიექტი დაჯარიმდა, ხოლო 7 -ში გამოვლენილი შეუსაბამობის გამო, საწარმო პროცესი შეჩერდა. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ბიზნესოპერატორები კვლავ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას.

“საზოგადოებრივი კვების ობიექტის სახელმწიფო კონტროლის დროს მოწმდება სამზარეულოს სანიტარიულ -ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ვარგისიანობა, მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადა, ტემპერატურული რეჟიმი, მიკვლევადობა, ეტიკეტირება და სხვა,” – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი თემები