კორონავირუსის წყარო, შესაძლოა, ქვეწარმავლები და ვირთხა იყოს, რომელიც ჩინურ ბაზარში იყიდება

„გველები, ჩინური კრეიტი და ჩინური კობრა შესაძლოა, ახალი კორონავირუსის გავრცელების მიზეზი იყვნენ“- აცხადებს CNN, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით.

მათი თქმით, „სწორედ გველები იყო ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი, სადაც ვირუსის საწყისი შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის სხვა ცხოველების კვლევებიცაა საჭირო“.

პარალელურად, მსოფლიო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ჩინეთის ბაზარზე, კერძოდ  დაავადების ეპიცენტრ ვუჰანის ბაზარზე არსებული საეჭვო პროდუქციის შესახებ.

“Daylmail”-ის ცნობით,  ვუჰანის ბაზარზე დღემდე აქტიურად ყიდიან საეჭვო წარმომავლობის ხორცს, მათ შორისაა, ცოცხალი მელა, ნიანგები, გიგანტური სალამანდრები, გველები, ფარშევანგები და მაჩვზღარბები. სიაში სულ 112 ცოცხალი ცხოველი და ცხოველური პროდუქტია.

როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის შესახებ პირველად გასული წლის 31 დეკემბერს სასწრაფოდ იქნა ინფორმირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.


საქმე ეხებოდა ჩინეთში, ჰუვეის პრივნციაში, ქალაქ ვუჰანში პნევმონიის აფეთქებას.კვლევებმა დაადასტურა, რომ ვუჰანში დაავადებულ ყველა პაციენტს ქალაქის ზღვისპროდუქტების დიდ ბაზრობასთან ჰქონდა შეხება, თუმცა კონკრეტულად რომელი ცხოველი შეიძლება იყოს ინფექციის რეზერვუარი, ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია.

„მედიაცენტრი მთავარი“, აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის სამეცნიერო ხემძღვანელის  პაატა იმნაძის განცხადებით: „ამ ეტაპზე დადასტურებული არაფერია, კვლევა გრძელდება და ვიდრე ოფიციალური დასკვნა არ გამოქვეყნდება, არაფრის მტკიცება არ შეიძლება“. 

მსგავსი თემები