“გადაჭრით თქვან, რომ მავნე ვირუსი ადამიანებს სიკვდილით ემუქრება, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს საპატრიარქო” – მამა ანდრია

“საპატრიარქომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღება უნდა შეუმსუბუქოს. გადაჭრით თქვან, რომ ეს არის მავნე ვირუსი, რომელიც ადამიანებს სიკვდილით ემუქრება და ამიტომ აუცილებლობაა დარჩეთ სახლში. ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს საპატრიარქო”.

ამის შესახებ მღვდელმონაზონმა, მამა ანდრია სარიამ განაცხადა. მამა ანდრია მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ ხელისუფლების ნაბიჯებს ადეკვატური ნაბიჯებით უნდა უპსუხოს.

„ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო არ ებრძვის ეკლესიას და ადეკვატური უნდა იყოს საპატრიარქოს მხრიდანაც ნაბიჯები, საპატრიარქომ უნდა შეუმსუბუქოს როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღება, გადაჭრით თქვან, რომ ეს არის მავნე ვირუსი, რომელიც ადამიანებს სიკვდილით ემუქრება და ამიტომ აუცილებლობაა დარჩეთ სახლში, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს საპატრიარქო. სახელმწიფომაც, მიუხედავად ყველაფრისა, მკაცრი ზომები უნდა მიიღოს. ეს არ იქნება ეკლესიის და მართლმადიდებლობის დევნა. რადგან მრევლის, სასულიერო პირების გადაწყვეტილებებს მაქსიმალურად ემორჩილებიან. მათთვის მღვდლების სიტყვა ღმერთის განკარგულების ტოლფასია“, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

მსგავსი თემები