აჭარაში კორონავირუსზე ჩატარებული 391 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია

აჭარაში მე-14 დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქალაქ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

რეგიონში 14 მარტის შემდეგ ინფიცირების 71 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 60-მა უკვე დაამარცხა კორონავირუსი, ორი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები