აჭარაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა

აჭარაში კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და დღეს 3 პაციენტს გაწერენ საავადმყოფოდან. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ასევე აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯამში აჭარაში კორონავირუსი 13-მა ადამიანმა დაამარცხა. ამჟამად აჭარაში ჯამში 39 კოვიდ დადებითი პირი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 399-მდე გაიზარდა. ინფომრაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზეა განთავსებული.

მსგავსი თემები