დეპუტატები სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავენ

შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი მირიან წიკლაური სამთავრობო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს. დეპუტატმა აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ბუნებრივია, რაც მართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარეებმა და პირველმა ვიცე-სპიკერმა, გუნდში გარკვეული ცვლილებები ხდება. სავარაუდოდ, ეს ცვლილებები  მთავრობის დონეზეც გადავა. შესაძლებელია, გუნდიდან წასულებს  თანამოზიარე ან თანამოაზრეები მთავრობაშიც აღმოჩდნენ და მათაც დატოვონ თანამდებობები“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

სამთავრობო ცვლილებებს მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე ქანთარიამაც არ გამორიცხავს. როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, შესაძლებელია, სამთავრობო ცვლილებები არჩევნებამდე განხორციელდეს. “არ გამოვრიცხავ, რამდენიმე რგოლში ახალი ხალხი ვიხილოთ” – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.   

მსგავსი თემები