“აცრა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვაქცინაცია უმჯობესია სეზონის დასაწყისამდე” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის, სახელმწიფო პროგრამით, უკვე 90 ათასი ადამიანის აცრილი, 10 ათასამდე ვაქცინა კი რეზერვშია. აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო უფასო აცრებს რისკის და გარკვეული პროფესიული კატეგორიის ადამიანებს სთავაზობს:  

„90 ათასი ადამიანი უკვე აცრილია სახელმწიფო პროგრამით, ანუ უფასოდ ვისაც ეკუთვნოდა აცრა, ესენი არიან მაღალი რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები და გარკვეული პროფესიული ჯგუფები. მაგალითად, სამადიცინო პერსონალი და საბავშვო ბაღის აღმზრდელები და ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 40 ათასი ადამიანია აცრილი კერძო სექტორში“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, ვაქცინაცია ზამთრის სეზონის დაწყებამდე გაიკეთონ, რადგან იმისათვის, რომ იმუნიტეტი გამოიმუშავოს, ვაქცინას გარკვეული დრო სჭირდება:

„აცრა ყოველთვის შეიძლება, მთელი სეზონის განმავლობაში.  მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უმჯობესია, დავამთავროთ ის სეზონის დასაწყისამდე, ვიდრე პიკი იქნება, რადგან, შეიძლება აიცრა და მეორე დღეს გრიპი დაგემართოს, როცა სეზონია, იმიტომ რომ ვაქცინას იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, 10 დღიდან – ორი კვირამდე სჭირდება.  აცრები და მეორე დღეს გრიპი დაგემართოს. აცრები უნდა დაიწყო ოქტომბრის ბოლოს,“ – განმარტა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები