„აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც აჭარბებს“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ამომრჩევლების აქტიურობით ძალიან კმაყოფილია. როგორც არლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასეთი აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც კი არ ყოფილა.

„უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება. იყო უამრავი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით, რომ ოთხშაბათ დღეს არ ექნებოდა არანაირი უარყოფითი გავლენა ამომრჩეველთა აქტივობაზე. ჩვენი ნათქვამი რეალურად გამართლდა. აქაც ნახავდით, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაში, „რუსთავი 2“-ში იყო აბსოლუტურად კომიკური ვითარება, როდესაც ე.წ. ჟურნალისტები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს იყო დაბალი აქტივობა. ამაზე იყო საუბარი დილიდან და ეს იყო კომიკური. არის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც აჭარბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი. იმ ტყუილებს, რომელიც დილიდან ვრცელდებოდა არ აქვს არანაირი საფუძველი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები