„იმედის“ კვლევით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 58%-ით მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ასეთია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. გრიგოლ ვაშაძის შედეგი კი 42 პროცენტია. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი არჩევნების მეორე ტურში „გელაპმა“ ჩაატარა. გამოკითხულია 10 204 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

მსგავსი თემები