აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გავაანალიზეთ და გადავწყვიტეთ, რომ კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდება“, – განაცხადა მან.

ამასთანავე, ბაქოში და ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში 21 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით კარანტინის მკაცრი რეჟიმი დაწესდება.

მსგავსი თემები