გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ქართულ დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.

ქართველი ფალავანი დაუპირისპირდა 21 წლის ამერიკელ გეიბლ დენ სტივენსონს, რომელმაც მეთხედფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა, 1/2 ფინალში – მონღოლი მუნხტური.

გენო პეტრიაშვილი 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია. თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები ნამდვილად არ აკლია – სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონია.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

მსგავსი თემები