“აბადა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქეთ ტაში, გოცირიძე ტარანტინო-ბრუსლის რანგში” – ალექსანდრე ქანთარია

“მოგმართავთ კითხვის დამსმელებს, „ნაც“ ანსამბლს, რომლებიც მოწყვეტილი ხართ რეალობას. ყოველგვარი აგრესიის გარეშე, მხოლოდ სინანულით. მსოფლიოში ყველგან, რაღაც შეიცვალა, ადამიანები შეიცვალნენ. რაღაცაზე დაფიქრდნენ, წუთისოფელზე, ერთმანეთზე. თქვენ რა გჭირთ ხალხო?! არაფერი არ იცვლება თქვენთან თუ მალავთ ამ ამბავს. რაშია საქმე?! ის რასაც ბოლო ორი დღე ვხედავ, საყმაწვილო ენით რომ ვთქვა არის: აბდა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქეთ ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში. ეს არის ბატონებო მთელი თქვენი ლაიტმოტივი”, – ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

ალექსანდრე ქანთარიამ ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, საქმიანი წინადადებები გააჟღერონ და რეალობას დაუბრუნდნენ.

„ბატონო რომან, რა გჭირს გენაცვალე?! ხან „შესანიშნავ შვიდეულს“ ბაძავ, ხან კრისი გინდა იყო, ხან ბრიტი. დღეს რაღაც ტარანტინო-ბრიუსლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრედ პიტისგან მიიღო იმ პერსონაჟმა, აი ის მიიღე ზუსტად. „ერთხელ ჰოლივუდში“ ნანახი გაქვთ ალბათ. დაფიქრდით ხალხო. აგერ იყო გიგა ბოკერია და მინდა ვუთხრა, რომ ნახევარი ვერ გავიგე გიგა რას ამბობ. მეტყველებას უნდა მიაწვეთ ზოგიერთი თქვენგანი, ვისაც პოლიტიკაში გინდათ დარჩენა. მე შემიძლია სავარჯიშოები გამოგიგზავნოთ. ამ გამარჯვების ფონზე, რომელსაც ჩვენ მართლა მივაღწიეთ, დღე-ღამის თენებით, ყველა ხედავს რა მდგომარეობაშიც ვართ, მტერიც და მოყვარეც, თქვენც ხედავთ, გესმით, მაგრამ ვერ გრძნობთ ამას და აღმოჩნდით ფსკერზე ეს რამდენიმე თვე. თუ ვინმე კონგრესმენი რამეს შეგაწევთ ამოყვინთავთ, მერე ისევ ფსკერზე. საბოლოოდ თუ გინდათ, რომ ფსკერის ბინადარი გახდეთ, ეს თქვენი არჩევანია. რეალობას მიაქციეთ ყურადღება. რაღაცა საქმიანი წინადადებები გააჟღერეთ, რომელიც რეალობიდან გამომდინარეობს და არა „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები“ და გახსენით ხაზინა დაარიგეთ ამდენი. ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი დათვლით არის. ამომწურავი პასუხები გაგცათ ბატონმა გახარიამ“, – განაცხადა ქანთარიამ.

მსგავსი თემები