“5 წუთის მანძილზე რვა სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში” – რომან გოცირიძე

“5 წუთის მანძილზე რვა სიმართლე გესროლეთ პირდაპირ ფეხებში, შემეცოდეთ შუბლში არ გაგარტყით, ფეხებში მოგხვდათ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„ეს რვა სიმართლე, ბატონო პრემიერ მინისტრო იყო ის, რომ ყველა ჩემი სიტყვა არის განმტკიცებული ოფიციალური სტატისტიკით. თქვენი წერილი არის მხოლოდ საკუთარი ცრუ ინფორმაცია და ცრუ ინტერპრეტაცია. გაგიგონიათ ასეთი რამ, შიმშილის მსოფლიო ინდექსი 2019 წლის? საქართველოში ყველაზე მეტად შიმშილობენ რეგიონში. საქართველო შიმშილის მიხედვით არის ერთ-ერთ ყველაზე უარეს ადგილას. ტრაბახობდით დისტანციურ სწავლებას ვატარებთ და ტელევიზორით გაკვეთილებს ვატარებთო და ჩაიშალა ფაქტობრივად სასწავლო პროცესი. საქართველო ბოლო ადგილზეა რეგიონში ინტერნეტიზაციის კუთხით მეზობელ და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის. მხოლოდ 63% არის ინტერნეტიზებული. ყველა გვისწრებს. სად არის ივანიშვილის და „ქართუ ფონდის“ მიერ დაფინანსებული 150 მილიონიანი მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციის პროგრამა. სად არის 150 მილიონი? იმ 100 მილიონივით ხომ არ არის, რომელსაც ალბათ უკან წაიღებს. ქალბატონი ნათია თურნავა რომ ამბობ და სიამაყით, ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ 150 მილიონს ვისესხებთ მსოფლიო ბანკიდანო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ

მსგავსი თემები