თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე პარლამენტის წინ, კარავში გაათენა. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები.
პარლამენტთან 3 კარავია გაშლილი და როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კიდევ დაემატება. მკვლელობის ჩამდენი პირების დასჯის მოთხოვნით აქცია დღეს, 16:00 საათზე განახლდება.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილ აქციას, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდებიან.