“ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ახალგაზრდები გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“ჩვენი ახალგაზრდებისთვის ჯარი უნდა გახდე ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე საამაყო ადგილი. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც მოვა ჯარში, სხვა ადამიანი გავიდეს ჯარიდან, ადამიანი, რომელიც იქნებ მზად რომ ემსახუროს ჩვენს სამშობლოს. მეორე მიმართულება იქნება სამხედრო ინდუსტრიის ახალ ეტაპზე გადაყვანა და განვითარება.

ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ამავდროულად საპატიო და საამაყო თანამდებობა. არ არსებობს იმაზე უფრო მაღალი მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას, შენს ჯარს. მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი ვიქნები. მე მივდივარ მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით. ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს უფრო ძლიერი, რათა ჩვენი ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავდაცვის ძალები გახდეს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ერთი მთლიანი ოჯახი. ეს იქნება ჩემი მთავარი მიზანი. ერთი მთავარი მიმართულება იქნება ჩვენი ჯარის აღმშენებლობა, მათზე ზრუნვა უკეთესი პირობები მათთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, უკეთესი სოციალური პირობები მათთვის და რაც მთავარია, მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენი ჯარის შესაბამისი ნაწილები, მათ ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, როგორც არის მოწყობილი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ახალგაზრდები გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს” – ირაკლი ღარიბაშვილი”

  1. ანონიმური

    მთავრობა რომ არ უშვებდეს ნარკოტიკის ლეგალიზაცია-შემოტანას,ახალგაზრდებს არც ექნებათ იმის სურვილი,რომ მიეკარონ ამ უბედურებას.ზევიდან დაიწყეთ რეფორმები!!!!

  2. სოსო ნატროშვილი

    ირაკლი ღარიბაშვილო, შენი სიტყვები
    „ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს“
    არის საზოგადოების დაცინვა, რადგან შენ უკვე იყავი შს მინისტრი და შემდეგ პრემიერმინისტრი, რომლის უმთავრესი დანიშნულება ნარკომანიასთან ბრძოლა იყო!
    თქვენ მაშინ კბილებით დაიცავით ნარკომანები!
    ამის მტკიცებულებია:
    1. სულ მცირე 100 000 გონებრივად ბოლომდე დეგრადირებული ნარკომანი ყოველდღე პოულობს და ყიდულობს ნარკოტიკებს იმ ნარკობარიგებისაგან, რომლის სახელიც ყველა ქუჩის მაწანწალამაც კი კარგად იცის, მაგრამ რომელი რატომღაც „ვერ იპოვეთ“ პოლიციის, პროკურატურის, უშიშროების, სასაზღვრო ჯარების ყველაზე უახლესი ტექნიკით შეიარაღებულმა, ასეულ მილიონობით დაფინანსებულმა და ყველა კუნჭულში ჩხრეკის უფლებით აღჭურვილმა არმიამ, რადგან ნარკოტიკები სახელისუფლებო ბიზნესია!
    2. ერთი მილიონი დოლარის ნარკოტიკები 23 დღე მქონდა გაჩერებული, ყველა უწყებას შევატყობინე, კანცელარიის წინ ბანერი გამოვფინე და არავის მოსულა!
    3. ნარკომანი და მტკიცებულებებით დადასტურებული კრიმინალის, დათო ევგენიძის, დასაცავად ყველაზე უზნეო ფორმებით დამიწყეთ შანტაჟი რადგან ის „ელიტარული“ პედერასტია!

    ამის შემდეგ თქვენ ახლა რას პირდებით ახალგაზრდობას?
    რომ გადაარჩენთ ნარკოტიკებით ნელი სიკვდილიდან?
    ეს თაღლითობაა, რადგან თქვენი განათლება და ინტელექტიც იგივეა და თქვენ ახლაც მხოლოდ მტრის ბრძანებების შემსრულებელი მარიონეტი ხართ!
    თქვენ გიბრძანებენ და საყდრისის აფეთქებასავით ერთი წამითაც არ დაფიქრდებით, ფორმიან ერის გენოფონდს, თქვენი მითითებით, ისეთ პროვოკაციულ ომებში გააგზავნით, რომელიც მხოლოდ მტრების ინტერესებს ემსახურება და ამ ახალგაზრდობას სწრაფი სიკვდილით და წამებით მოკლავენ მტრის ინტერესებისათვის ბრძოლებში!
    შენ არც ეროვნულ არმიას შექმნი!
    არც სხვა ქვეყნის ინტერესებისათვი ქართველების გაგზავნას არ დაანებებ თავს!
    თავდაცვის ბიუჯეტსაც მამელუქების დასაფინანსებლად და ფულის საკეთებლად გამოიყენებ!
    თავდაცვის სამინისტროს შტატსაც მხოლოდ (შენ ტერმინს ვიხმარ) ყველაზე დედამოტ….ულებით დააკომპლექტებ!
    ერთ გოჯ მიწასაც ვერ დაუბრუნებ მიტაცებული ტერიტორიებიდან!
    ქალი პენსიონერი სარდლის და გაუნათლებელი და აღზევებული მონის თავდაცვის მინისტრის ჯარიც მხოლოდ საქართველოს დასანგრევად და ერის გენოფონდის განადგურებას მოემსახურება!
    შეინახე ეს ნაწერი და ერთი წლის შემდეგ ერთად წავიკითხოთ საჯაროდ!
    ღმერთმა ორივეს ისე გაგვიმარჯოს როგორი მართლებიც ერის წინაშე და ერთმანეთის წინაშე ვართ!
    არ დაგავიწყდეს თქვა ამინ!

    ნარკოტიკებს რომ გამოსტაცო