„შესაძლოა, ეს საშინელი ფაქტი არ დამდგარიყო და ყველა ეპოვათ“ – ადვოკატი პოლიციის დაუდევრობაზე (ვიდეო)

„როდესაც პოლიცია, შუა ღამისას ხედავს 19 წლის გაფითრებულ ბიჭს, რატომ არ ინტერესდებიან რამ გამოიწვია ეს. მათ შესაბამისად რომ ემოქმედათ, შესაძლოა ეს საშინელი ფაქტი არ დამდგარიყო და ყველა ეპოვათ ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ადვოკატმა, მზია ქასრაშვილმა განაცხადა.

ქასრაშვილს მიაჩნია, რომ პოლიციელების გულგრილობა, რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება

„პოლიციას, რომ ემოქმედა შესაბამისად, შესაძლოა ეს საშინელი ფაქტი არ დამდგარიყო და ყველა ეპოვათ. როცა პოლიციას ვეძახით, ესე იგი, გვიჭირს. მით უმეტეს, პოლიციამ დაინახა ღამის ორ საათზე შეშინებული, გაფითრებული, დაბნეული 19 წლის ბიჭი, რამ გამოიწვია მათი გამოძახება არ უნდა დაინტერესებულიყვნენ?  მათ გამოიჩინეს გულგრილობა, შესაბამისი სამსხურები ამ ეკიპაჟის საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ. მათ უნდა გამოეკვლიათ ყველაფერი მოეძებნათ ეს ბიჭები, აუცილებლად უნდა მოეძებნათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ქათამაძეც  და ესენიც მიაწვდიდნენ ინფორმაციას, რომ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილიც,“ – განაცხადა მზია ქასრაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რასაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება მოყვა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა, შემდგომ, ადგილზე მისულებს უთხრა რომ კონფლიქტი ამოწურულია და სთხოვა თბილისში წაეყვანათ.

 მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება   

მსგავსი თემები

4 Thoughts to “„შესაძლოა, ეს საშინელი ფაქტი არ დამდგარიყო და ყველა ეპოვათ“ – ადვოკატი პოლიციის დაუდევრობაზე (ვიდეო)”

  1. Like!! I blog frequently and I really thank you for your content. The article has truly peaked my interest.

  2. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!