“ღია, გამოცხადებულ ომში ვართ, ტურისტების აკრძალვა არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე სამხედრო აგრესია” – ხათუნა ლაგაზიძე

“პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა შუაგულ სეზონზე ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო აგრესია – ეს საშუალო და მცირეშემოსავლიანი ქართველების მოგუდვას ემსახურება,” – აღნიშნულ განცხადებას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ავრცელებს.  
 

მისივე შეფასებით, ღია, გამოცხადებულ ომში ვართ.

“შედეგად, უნდა მიიღოს უპრეცედენტო სოციალური ბუნტი, ტურისტულ შემოსავლებზე ჩამოკიდებული ასიათასობით ქართველის დაპირისპირება პროდასავლურ ვექტორთან და რუსთაველზე გასულ თავისუფლებისმოყვარე თაობასთან, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ამიტომ, რადგან ვიცით, რომ ღია, გამოცხადებულ ომში ვართ: ერთიანობის და არა – წუწუნის და თავში ცემის დროა! რადგან ისიც ვიცით, რა მეთოდებით გვებრძვის და რისი მიღწევა უნდა, განსაკუთრებული გონიერება და პროვოკაციებზე არ წამოგება გვმართებს! თუ ვინმე დაზარალდა პუტინის ამ ტურისტული ემბარგოთი, ერთ-ერთი მეც ვარ. მაგრამ ვიცი, რომ ომში ვარ და ვარ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. და ამ სტატუსით მოგიწოდებთ: არ დავუშვათ საზოგადოების ერთმანეთთან წაკიდება, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ერთიანობის და გონიერების დროა!” – აცხადებს ექსპერტი. 

მსგავსი თემები

One Thought to ““ღია, გამოცხადებულ ომში ვართ, ტურისტების აკრძალვა არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე სამხედრო აგრესია” – ხათუნა ლაგაზიძე”

  1. დათო

    რუსეთთან უნდა გავწყვიტოთ ყველანაირი ურთიერთობა,რაც ნაკლები გვექნება საერთო,ჩვენ შვილებს უფრო სტაბულირ მომავალს შევუქმნით.