სომხეთმა ჩინეთიდან პროდუქტების იმპორტი აკრძალა

სომხეთმა 2020 წლის 26 იანვრიდან ჩინეთში წარმოებული პროდუქტებისა და ცხოველური წარმომავლობის ნედლეულის იმპორტი აკრძალა. აკრძალვა ვრცელდება სხვა პროდუქტების შემოტანაზეც, რომლებიც ჩინური ნედლეულით არის დამზადებული.

“Sputnik-სომხეთის” ინფორმაციით, აკრძალვა იმოქმედებს ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე იმის შესახებ, რომ ჩინეთი კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყანაა.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა და დაავადებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. ვირუსი უკვე გავრცელდა ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, მალაიზიაში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ჰონგ-კონგში, ტაილანდში.

მსგავსი თემები