ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავღანეთში ღაზნის პროვინციაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ლაინერში 83 ადამიანი იმყოფებოდა.

მედიის ინფორმაციით კატასტროფა მოძრაობა “თალიბანის” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, შემთხვევის ადგილზე მაშველები და სპეციალური სამსახურები მივიდნენ.

კატასტროფის პირველად ვერსიად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

მსგავსი თემები