საქართველოს ეკონომიკაში განათლება დომინანტი სექტორი გახდება

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების ერთ-ერთ საფუძველს განათლებას ასახელებს და აცხადებს, რომ ეს სფერო ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს.

„განათლება და ახალგაზრდობა ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია“ –  აღნიშნა მამუკა ბახტაძემ და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენაც დააანონსა.

„ჩვენ ვერ გავხდებით განვითარებული ეკონომიკა, თუ არ განვახორციელეთ განათლების სისტემაში მასშტაბური ინვესტიციები და  სექტორის ფუნდამენტური რეფორმები. ეს არის ერთადერთი და მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ 21-ე  საუკუნეში საქართველოს ეკონომიკა გახდეს განვითარებული. აქედან გამომდინარე, შემოდგომაზე წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს, საქართველოს ეკონომიკაში განათლება გახდება დომინანტი სექტორი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში განათლების სექტორს მინიმუმ ორნიშნა ციფრი ჰქონდეს“ – აღნიშნა ბახტაძემ პარლამენტში.

 

მსგავსი თემები