“საოკუპაციო ძალებმა ხურჩის და განმუხურის მიმდებარედ, დამატებით უკანონო ინსტალაციები აღმართეს”- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები.

სახემწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას,” – აცხადებენ სუს-ში.

მსგავსი თემები

One Thought to ““საოკუპაციო ძალებმა ხურჩის და განმუხურის მიმდებარედ, დამატებით უკანონო ინსტალაციები აღმართეს”- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური”

  1. Hey I know this is off topic but I was wondering if
    you knew of any widgets I could add to my blog that automatically
    tweet my newest twitter updates. I’ve been looking for a plug-in like this for
    quite some time and was hoping maybe you would have some experience with something like this.

    Please let me know if you run into anything. I truly enjoy reading your
    blog and I look forward to your new updates.