სამედიცინო პირბადეებსა „კოვიდ 19“-ს ტესტებში მილიონი დოლარის კოკაინი იყო დამალული

მსოფლიო პანდემიის პირობებში, დიდი ბრიტანეთი ნარკოტიკების კონტრაბანდის პანდემიის წინაშეც დადგა. ამჯერად, ბოროტმოქმედები ნარკოტიკებს სამედიცინო ინვენტარად ასაღებდნენ.

ბოლო შემთხვევა 2 დღის უკან მოხდა, როცა 200 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო ინვენტარის ნაცვლად, ნარკოტიკები აღმოაჩინეს.

„ამოღებულია მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი, რომელიც მომხმარებელმა სამედიცინო პირბადის ნიშნით შეუკვეთა. კიდევ 2 პირი დააკავა ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ, რომლებიც მსგავს საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და „კორონავირუსის“ ტექსტების შეფუთვით გადაჰქონდათ ნარკოტიკები“ – განაცხადეს დიდ ბრიტანეთში და საზღვრის კონტროლის უფრო მეტად გაძლიერება დააანონსეს.

მსგავსი თემები