“სააკაშვილლს,რაც შესთავაზეს, სკეპტიციზმს იწვევს” – კახა კალაძე

რადას დეპუტატებს მადლობა გონიერებისთვის და სწორი გადაწყვეტილებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის არ მისცეს ვიცე-პრემიერობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, სკეპტიციზმს იწვევს ის, რაც სააკაშვილს უკრაინაში შესთავაზეს.

„თუმცა რაც შესთავაზეს, სკეპტიციზმს იწვევს. უკრაინა სტრატეგიული ქვეყანაა, მასთან ურთიერთობები გვაკავშირებს და ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს. როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკრაინის წარმატებაც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.  

ამასთან, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიან,ა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი კითხვებს იწვევს.

მსგავსი თემები

One Thought to ““სააკაშვილლს,რაც შესთავაზეს, სკეპტიციზმს იწვევს” – კახა კალაძე”

  1. harddriveman.com

    I went over this web site and I believe you have a lot of excellent information, saved to my bookmarks (:.