“რაც გუშინ კინოთეატრებთან ხდებოდა, ცდება ყოველგვარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს” – თამარ ჩუგოშვილი

“ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება გვაქვს ყველას თანაბრად, ნებისმიერი ქმედება, რაც აღვივებს სიძულვილს, აჩენს აგრესიას გარკვეული ჯგუფების მიმართ, არის ყოვლად მიუღებელი”, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი გუშინ და დღეს თბილისში, კინოთეატრებთან მიმდინარე პროცესებს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წარმოუდგენელია ხელოვნებასთან ბრძოლა იმის გამო, რომ ვინმეს არ მოსწონს გმირი ან სიუჟეტი. მისივე თქმით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია აქვს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, პროცესს, რომელიც ფილმის ჩვენებას მოჰყვა, თვალს ადევნებს ცივილიზებული მსოფლიო და ეს ყველაფერი ქვეყანას ძალიან ცუდად წარმოაჩენს.

„გუშინ რაც ხდებოდა, ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლება. ეს იყო აგრესია, ძალადობა, შეტევა პოლიციის ოფიცრებზე და იყვნენ კონკრეტული დაზარალებული ადამიანები. ამიტომ, ეს ცდება ყოველგვარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ამ ყველაფერმა შეიძინა დანაშაულის ნიშნები და ზოგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის და ამაზე სამართლებრივი რეაგირება არის აუცილებელი.

ჩვენ იზოლირებულ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ეს ქვეყანას წარმოაჩენს ძალიან ცუდად. ცუდად წარმოაჩენს ჩვენს მისწრაფებებს და იმ ნარატივს, რაც ჩვენ გვაქვს, რომ ჩვენ ვართ ევროპული საზოგადოება, ვართ ცივილური, ევროპული, განვითარებული სამყაროს ნაწილი. ამიტომ, ეს ყველაფერი ცუდად ჩანს. მთავარია, სახელმწიფომ თავისი როლი შეასრულოს. ძალიან მიხარია და მივესალმები, რომ ფილმი გადის, მიხარია, რომ ფილმს აქვს საერთაშორისო წარმატება სხვადასხვა ფესტივალებზე და ფორმატებში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.​

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““რაც გუშინ კინოთეატრებთან ხდებოდა, ცდება ყოველგვარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს” – თამარ ჩუგოშვილი”

  1. You work hard to dress up your life and control the big and small things in life.

  2. The small boat set sail in the port of youth. We broke up at the right time, full of ambition and pursuit. When will they reunite? It will be at that harvest!

  3. What matters is not where you come from, but where you go, find the direction, and keep working hard.

  4. The day when you have a good book in your hand is like a holiday, isn’t it?

  5. Actually,I have been so long starding behind you , lacking of your turning round 。