პარლამენტმა „კლანის“ არსებობა უნდა აღიაროს – დამოუკიდებელი იურისტები

„საჭიროა დიაგნოზი, პრობლემის იდენთიფიცირების გარეშე, კანონი ვერ იმუშავებს. დიაგნოზია ის, რომ პარლამენტმა, სასამართლოში კლანის არსებობა უნდა აღიაროს. სწორედ, ამ მიზანს ისახავს არსებული რეალობა. ვსვამთ დიაგნოზს და ვმუშაობთ მის განკურნებაზე“ – ასე ახსნა კახა კოჟორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი „კლანური მმართველობის“ შესახებ და დასძინა, რომ არც იმისი ილუზია აქვს, რომ პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.

„ცხადია, ჩვენ არ გვაქვს გარანტია და ილუზია, რომ პარლამენტი ამ რეზოლუციას აუცილებლად მხარს დაუჭერს. მეორეს მხრივ, ეს რეზოლუცია, როგორც მინიმუმ, შეასრულებს იმ ფუნქციას, რომ კიდევ ერთხელ, ქართულ საზოგადოებას საშუალება ექნება, შეფასება მოხდეს, ვინ არის კლანის მხარდამჭერი და ვინ არა. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის ზეპარტიული სახელმწიფოებრივი ამოცანა“ – აღნიშნა კახა კოჟორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, რეზოლუციის პროექტი ყველა პოლიტიკურ სუბიექტს გაუგზავნეს და მათ ჩართულობას ელოდებიან. ის, ვინც რეზოლუციას მხარს დაუჭერს, პოლიტიკურ ვალდებულებას იღებს, პრობლემის არსებობა აღიაროს და მის გამოსწორებაზე იზრუნოს.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს რეზოლუცია არ იქნება მხარდაჭერილი, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ზოგადად ჩვენს საზოგადოების მხრიდან, ისინი ამ პოზიციით საკუთარ პოლიტიკური განაცხადს გააკეთებენ. ხოლო, თუ პოლიტიკური პარტია იტყვის, რომ სწორია რაც რეზოლუციაში წერია და უერთდება, მომდევნო არჩევნებში, თუ ის გახდება ხელისუფლების ნაწილი გახდება, პოლიტიკურ და სამართლებრივ ვალდებულებას იღებს, განახორციელოს რეფორმები და შესაბამისად იმოქმედოს“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ 18-იურისტისგან შემდგარმა ჯგუფმა „მედიაცენტრ მთავარში“ რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელიც სასამართლოში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. იურისტები პროექტის პარლამენტში შეტანას აპირებენ და დეპუტატებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
http://mcm.ge/

მსგავსი თემები