„მორბენალი მშობიარეები“ თბილისში – 17 დაჯარიმებული კლინიკიდან 5 დაიხურა (ვიდეო)

„სამშობიარო სახლების ტერორი“- ასე აფასებს „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა იმ რეგულაციებს, რომლის გამო, კლინიკები იხურება. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, მუშაობა ხუთმა კლინიკამ შეწყვიტა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყნის მასშტაბით საკეისრო კვეთების წილი 10-15%-იან ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენი რეალობით კი ეს მაჩვენებელი დღეს 44,4%-ია. შესაბამისად,  20 წლიანი დაგვიანებით გაახსენდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ არსებობს ესეთი რეგულაცია და 2016 წლიდან  კლინიკებს ჯარიმები დაუწესა, რასაც ისინი ეწირებიან. ეს სხვა არაფერია, თუ არა, ტერორი სამშობიარო სახლებზე“ – აღნიშნა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი განცხადებით, ყველა კლინიკას, საკეისრო კვეთებზე დაწესებული აქვს გარკვეული პროცენტული ზღვარი. ზოგს 25%, ზოგს 35%, ზოგს კი 65%. თუ კლინიკები ამ ზღვარს 1%-ით გადაცდებიან, მათთვის დაწესებულ ზღვარს ემატება გადაცილებული პროცენტი და ჯარიმდებიან.

„კლინიკებს მიეცა უფლება, გარკვეული პროცენტული მაჩვენებლის საკეისრო კვეთების გაკეთების. მაგრამ, თუ საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებლის ზღვარს გადააჭარბებენ, მათ აჯარიმებენ.  

სხვადასხვა კლინიკისთვის  ზღვარი  სხვადასხვაა. თუ კლინიკას აქვს 35%-იანი ზღვარი და ამ ზღვარის გადააჭარბებს 1%-ით, 35%-ს მიემატება 1% და მთლიანობაში გაკეთებული საკეისრო კვეთების 36%-ით ჯარიმდება. წლის განმავლობაში, მხოლოდ თბილისში, 17 სამშობიარო სახლი დაჯარიმდა და 7 დაიხურა.  საჯარიმო სახდელი კი იმდენად დიდია, კლინიკები ვერ იხდიან. მინიმალური თანხა  40 ათასი ლარია, მაქსიმალური კი 350 ათასი ლარი“, – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.   

რაც შეეხება საჯარიმო სანქციის გამოანგარიშებას, როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, ესეც გაუგებარი მექანიზმია: „ფიზიოლოგიურ მშობიარობას სახელმწიფო 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. მათ შორის სხვაობა 300 ლარია, შესაბამისად, ჯარიმის გამოანგარიშება შემდეგნაირად ხდება: პროცენტული მაჩვენებელი, რამდენი პროცენტითაც კლინიკა ჯარიმდება, მრავლდება 300-ზე და ეს არის საჯარიმო თანხა. ამ რეფორმამ მოგვცა ის, რომ მივიღეთ მორბენალი მშობიარეები. როდესაც კლინიკას საკეისრო კვეთის დაწესებული ლიმიტი  შევსებული აქვს, მშობიარეს საკეისრო კვეთაზე უარს ეუბნება და ის იძულებულია, კლინიკიდან კლინიკაში ირბინოს. შესაბამისად, ტერმინი “მორბენალი მშობიარეები” საქართველოში დაინერგა“.

სალომე ლოლუას ინფორმაციით, დაჯარიმებული კლინიკები დავას სასამართლოში აგრძელებენ.



http://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d/

მსგავსი თემები

One Thought to “„მორბენალი მშობიარეები“ თბილისში – 17 დაჯარიმებული კლინიკიდან 5 დაიხურა (ვიდეო)”

  1. suba suba

    pMD6Tp This very blog is obviously entertaining and besides informative. I have discovered a bunch of handy advices out of this amazing blog. I ad love to visit it every once in a while. Thanks a bunch!