მომავალი წლიდან, სამართალდამცავების, მასწავლებლების და ექიმების ხელფასები გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წელს, საბავშო ბაღების მასწავლებლების და სოფლის ექიმების ხელფასები, საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება.

მისი თქმით, ასევე ხელფასები მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ, სამართალდამცველებს, ჯარისკაცებს და მათთან განათაბრებულ პირებს.

„გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცავების, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. სახელმწიფო, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მინიმუმი, ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, პირველ რიგში იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცების, სამართალდამცავები და ექიმები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები