კომიტეტის სხდომაზე გოგიჩაიშილი და ყაველაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, ხმაური იყო. 

ერთმანეთს სიტყვიერად ლევან გოგიჩაიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ. მიზეზი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და სპორტული ინფრასტრუქტურის საკითხი გახდა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორადაა განსაზღვრული.

“ყველაზე მეტად ჩემი კოლეგების მიკვირს, რომლებიც არაფერს აკეთებენ და სხვასაც  არ აძლევენ საშუალებას, საქმე გაკეთდეს. რამდენიმე ჩინოვნიკის იმედად უნდა ვიყოთ, როდის გაიღვიძებენ, როდის დაუკვეთენ კვლევას, როდის განიხილავენ დეპუტატები, რომელთაც საკუთარი ინტერესის გარდა, არაფერი აინტერესებთ. ხელში თხის კუდი დაგვრჩება ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენმა შვილებმა და საზოგადოებამ ჯანსაღ სივრცეში იარონ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი თემები

One Thought to “კომიტეტის სხდომაზე გოგიჩაიშილი და ყაველაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ”

  1. suba suba

    EaPW8F Usually I do not read post on blogs, however I wish to say that this write-up very forced me to take a look at and do it! Your writing style has been surprised me. Thank you, very nice article.