გერმანიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეუღლესთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ ვითარებას.

შტაინაიმერს ევროკავშირის მონიტორები ოფიციალური პრეზენტაციით დახვდნენ და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე ვითარება გააცნეს. გარდა ამისა, გერმანიის პრეზიდენტს მიეცა საშუალება სპეციალური აღჭურვილობით, საკუთარი თვალით ენახა რუსული ბაზა, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს.

ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მსგავსი თემები