უკრაინამ დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე 179 დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე 179 დასახლება გაათავისუფლეს.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერის, ვლადისლავ ნაზაროვის განცხადებით,  რუსები „აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს და საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობას მდინარის მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირზე“.

მისივე თქმით, რუსებს შავ ზღვაში 14 საბრძოლო ხომალდი ჰყავთ და ერთი რაკეტების გადამზიდი ჰყავთ, რომელიც გამოსაყენებლად მზად რვა ფრთოსანი რაკეტითაა აღჭურვილი.

მსგავსი თემები