„პორშე კაიანისა“ და „მერსედეს ჯიელის” შემდეგ, სამეფო ოჯახის სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი BMW X5-ია. ეს ავტომობილი პირველმა ინსტანციამ საკუთრებაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუტოვა, თუმცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს მიაჩნია, რომ სამივე ავტომობილი უნდა გაიყონ.
აღნიშნულ საქმეზე სხდომა დღეს გადაიდო. სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. რაც შეეხება იმ მიმართულებით დავას, თუ რომელი „უფრო ბაგრატიონია“, ამ თემაზე ისტორიკოსები სასამართლოს აკრიტიკებენ და განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა სწორედ სასამართლოს ჰქონდა, თუმცა მან ეს თავიდან აირიდა.
მხარეებს შორის დავის საგანი 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი იყო. სასამართლომ მაისში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდნენ.