ზუგდიდის მერია საახალწლოდ ემზადება – 326 953 ლარის ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 326 953 ლარია.

მერიის ინფორმაციით, სააახალწლოდ ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი, ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმში არსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში ლამპიონები მოირთვება.

ქალაქში “ანგელოზის“ კონსტრუქციაც დაიდგემა.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, მერიაში აცხადებენ, რომ ის დაგეგმვის პროცესშია და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

წყარო:droa.ge

მსგავსი თემები