ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ ითამაშებენ

უეფას გადაწყვეტილებით, 2021-2022 წლების სეზონიდან, საქართველოს გუნდები ევროპის ლიგაზე ვეღარ ითამაშებენ.

ამის მიზეზი ისაა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტოპ-ლიგების ზეწოლით, ევროპული თასების სტრუქტურა სერიოზულად შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩა, ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდით შემცირდება.

რაც მთავარია, უეფამ მესამე ახალი ტურნირი, კონფერენციების ლიგა დააფუძნა, სადაც მეორე-მესამეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყნები მოახვედრა. ევროთასებზე ადგილების განაწილების სქემიდან ირკვევა, რომ, 2021-2022 წლების სეზონში, უეფას რეიტინგში 32-დან 50-მდე ადგილებზე მყოფი ქვეყნები ერთ გუნდს წარადგენენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო სამ გუნდს კონფერენციის თასზე, ევროპის ლიგაზე კი არც ერთს.

საქართველო უეფას მიმდინარე რეიტინგში 47-ე პოზიციაზეა, ლაივ-რეიტინგში კი 44-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული გუნდები ყველა შემთხვევაში ევროპის ლიგის მიღმა დარჩებიან.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ ითამაშებენ”

  1. suba suba

    HKzFPl Im grateful for the post.Really looking forward to read more. Fantastic.

  2. This is really fascinating, You are an excessively skilled blogger.
    I have joined your rss feed and sit up for searching for extra of your wonderful post.
    Additionally, I have shared your site in my social networks

  3. Amazing! This blog looks just like my old one!
    It’s on a entirely different subject but it has pretty much the
    same page layout and design. Superb choice of colors!

  4. It’s fantastic that you are getting ideas from this article as well as
    from our dialogue made here.