„დამატებით ტყვიას ნუ დავახლით ამ ადამიანს სანამ გამოსულა“ –  დატყვევებული ექიმის ოჯახის საგანგებო მიმართვა მსოფლიოს და რუსეთს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის ოჯახი რუსეთის ფედერაციას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ჰუმანურობის გვერდით დადგეს. საგანგებო განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის  მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა.

„მივმართავ ჩვენი პროფესიული გაერთიანებების, საზოგადოებებისა და ასოციაციების ხელმძღვანელებს, რომ მთელს მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა.  ღია წერილებით მიმართონ თავიანთ მთავრობებს, ამ მთავრობებმა და ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე მიმართონ რუსეთის სახელმწიფოს, რომ რუსეთის სახელმწიფომ და პრეზიდენტმა, ასევე მიმართოს მასთან დაქვემდებარებულ ცხინვალის რეგიონს – ექიმის გათავისუფლება, ეს არის ჰუმანური საკითხი, ეს ღირსებას მოუმატებს ყველა იმ სახელმწიფოს და ადამიანს, რომელიც ამ ჰუმანურ აქტში ჩაერთვება და დაგვეხმარება ვაჟას გათავისუფლებაში. მივმართავ ასევე რუსთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ დაუკავშირდნენ და ჰქონდეთ კომუნიკაცია ცხინვალის რეგიონთან, ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად“  – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ვაჟა ექიმის მეუღლემ აღნიშნა, ის ყოველ დღე მეუღლის გათავისუფლების მოლოდინშია.

„ყოველ დღე მაქვს მოლოდინი, რომ გათავისუფლდება.  აღარ მინდა, გამიცრუვდეს ეს მოლოდინი. ვფიქრობ, რომ ყველანაირ სიტყვას ვწონით ჩვენ და დაფიქრებით ვლაპარაკობთ. იგივეს მოვუწოდებ ყველას. ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა ყველა წარმომადგენელს, რელიგიურსაც, არარელიგიურსაც, პარტიულსაც, არაპარტიულსაც, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და თხოვნაა, რომ ჩვენი ყოველი სიტყვა იწონება აქაც და იქაც, სადაც ვაჟაა და დამატებით ტყვიას ნუ დავახლით ამ ადამიანს სანამ გამოსულა“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები

One Thought to “„დამატებით ტყვიას ნუ დავახლით ამ ადამიანს სანამ გამოსულა“ –  დატყვევებული ექიმის ოჯახის საგანგებო მიმართვა მსოფლიოს და რუსეთს”

  1. Keep up the helpful work and generating the crowd!|