„დავასახელებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფორმას გაიხდიან, თუ „გეი პრაიდი“ ჩატარდება“

ომის ვეტერანთა გაერთანება „ფარი“-ს წარმომადგენელი ერმილე ნემსაძე, აცხადებს, რომ მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ თემსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, პოლიციამ გამოიწვია.

როგორც ერმილე ნემსაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება, საზოგადოებას შორის ცუდ ფონს ქმნის, რომელიც კარგად არ დასრულდება.

„ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ინცინდენდი გამოიწვია იმან, რომ პოლიცია დაუპირისპირდა სასულიერო პირს. მიაყენა შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია აქციის მონაწილეების აღშფოთება. აქედან დაიწყო ყველაფერი. თავად ხელისუფლება ქმნის ძალიან ცუდ ფონს, რომელიც შეიძლება ტრაგიკული მოვლენებით დასრულდეს. ამ ქვეყანაში, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ომის მონაწილეებს სცემენ გმირთა მოედანზე, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ცილისწამება ხდება არაფრის გამო,“- განაცხადა ერმილე ნემსაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, ლგბტ თემის ქუჩაში გამოსვლა და ზეიმი ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

„სულ მალე ჩვენ გავაჟღერებთ იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, რომლებიც მუშაობენ პოლიციაში, ასევე, მსახურობენ ქართულ შეიარაღებულ ძალებს და მზად არიან, გაიხადონ ფორმა და დაეთხოვონ ქართულ შეიარაღებულ ძალებს იმ შემთხვევაში, თუ კი ქვეყანაში „გეი პარადი“ ჩატარდება“.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, თბილისის კანცელარიასთან, ლგბტ თემსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 28 ადამიანი დააკავეს. ხვალიდან კი ლგბტ თემი „ღირსების მარშის“ კვირეულს იწყებს.

მსგავსი თემები